ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვას ითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებისა და  საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო უწყებამ სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, –

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმათა.

იტვირთბა....