ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში სისტემური “ლოქდაუნი”- ვიცე-პრემიერის განმარტება

ქვყანაში არანაირი სისტემური „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.  ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვები ვაგრძელდება.

„ჩვენ მხოლოდ ოდნავ ვცვლით შეზღუდვების მუშაობის რეჟიმს, თუ რესტორნების მუშაობის საათები რამდენიმე ქალაქში იყო შეზღუდული, ამ ქალაქების რაოდენობა ფართოვდება, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ რესტორნებს ვხურავთ. ასევე სკოლებზე საუბარია გარკვეულ ქალაქებზე და სწავლის გაჩერებას არ ნიშნავს ეს. ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, რომელიც ძალიან ეფექტურია და გვეხმარება ბალანსი შევინარჩუნოთ ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობას შორის“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, რესტორნების 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში აიკრძალა.

იტვირთბა....