ამ დროისთვის საქართველოში 15 501 აქტიური ინფიცირებულია. აქედან 4 253 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტია 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 281 პირი – მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში.
8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.