“წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მარტო ქართული ოცნებით დაკომპლექტებული პარლამენტი, სადაც არ ისმის არც ერთი განსხვავებული აზრი და არ არის კამათი. ამას პარლამენტი ვერ ერქმევა. 3 თვეში ჟურნალისტები აღარ მიხვალთ იმ პარლამენტში მოსასმენად რა საკითხები განიხილება, რადგან ეს იქნება მკვდარი ორგანო. ეს იქნება ძალიან დიდი დისკომფორტში და თანდათანობით, აქაც იგრძნობენ. ვისაც ოდნავ პოლიტიკური ალღო აქვს, ამას პირველივე სხდომაზე იგრძნობს. იმდენი იძახეს ერთპარტიულად უნდა მოვიგოთო, მიიღეს ერთპარტიული პარლამენტი.”
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მაჟორიტარულ ოლქებში პირველი ტურით გაიმარჯვა 14-მა კანდიდატმა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას წარმოადგენს. მეორე ტურები გაიმართება დანარჩენ 16 ოლქში.