საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ვენის ცენტრში მობილიზებულია პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა, სხვადასხვა მედიასაშუალებები შვიდი დაღუპულის შესახებ იუწყებიან, არიან დაჭრილებიც. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო შემთხვევას ტერორისტულ აქტად განიხილავს.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანპორტით მგზავრობისგან.
ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.