ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საოცრად თბილი, ნიჭიერი, სიცოცხლითა სავსე” – ვინ იყო 42 წლის პაციენტი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

დღეს კორონავირუსით 42 წლის თეა მარგველანი გარდაიცვალა. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელი იყო და მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გადიოდა. ექიმის ინფორმაციით, თავდაპირველად, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მის შესახებ წყალტუბოს მერიის პრესსამახურის უფროსი სოციალურ ქსელში წერს:

“საოცრად თბილი, ნიჭიერი, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე, ნამდვილი ქართველი დედა იმსხვერპლა კოვიდმა, თეა დააკლდა ყველას, ვინც იცნობდა, ვინც ხედავდა, თეა დააკლდა ქალაქს, ქვეყანას! ახლა ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვების თქმა, თეამ დაგვიტოვა ორი არაჩვეულებრივი ბიჭი, შესანიშნავი ოჯახი და სამუდამო ჭრილობა გულებში, თეამ თავისი სიკვდილით დაგვანახა რომ ახალ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

P.s ძალიან არ მიყვარს მორალის კითხვა და ზოგადად ჩემი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება, თუმცა ეს ,,მავანზე ” უკეთესად გამომდის… ხალხო! კოვიდი კლავს, ისედაც მცირე ერი საუკეთესო შვილებს კარგავს, ამიტომ იპოვეთ თქვენს თავში ძალა და დადექით პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა, ახლა გადარჩენის დროა და არა ღალატის, არეულობის, გაყიდვის, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, შეიბრალეთ თქვენივე თავი და ახლობლები მიეცით ქვეყანას საშუალება გაუძლოს ამ მძიმე სენს, როგორმე იქნებ გადავიტანოთ, გადავრჩეთ, ადამიანებმა უნდა მოიგონ ეს ომი!#”- წერს ნათია გახოკიძე.

იტვირთბა....