პოლონეთს ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს. როგორც EuroNews იტყობინება პოლონეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად დანიშნა ბეატა შიდლო პრემიერ-მინისტრად. შიდლო მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელია „სამართლიანობის და კანონის“ პარტიიდან.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში სამი კვირის წინ გამართულ არჩევნებში ევროსკეპტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.“ სამართლიანობისა და კანონის“ პარტიამ 37.6% აიღო, ხოლო მმართველმა ძალამ „საზოგადოებრივმა პლათფორმამ“ 24.1%.
სამართლიანობის და კანონის პარტია სკეპტიკურადაა განწყობილი ევროზონის მიმართ, განსხვავებით NATO -სგან, რომელიც პარტიის წევრებს რუსეთიდან შესაძლო საფრთხის შემთხვევაში, მთავარ პარტნიორად მიაჩნიათ.