პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და იურისტი გიორგი დვალიშვილი არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობაზე საუბრობს.
ფვალიშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
“კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად პარლამენტს შეუძლია მუშაობის დაწყება 76 დეპუტატით როგორც განმარტა გლავნი სპიკერმა,მაგრამ მან აღარ გააგრძელა, რომ სრულ უფლებამოსილებას მხოლოდ 100 დეპუტატით იღებს და მხოლოდ სრული უფლებამოსილების მიღების შემდეგ უწყდება უფლებამოსილება ძველ პარლამენტს.
გაიგე ქოცო??? ეს ჩემგან როგორც იურისტისგან განმარტება!!!!
მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს,”- წერს გიორგი დვალიშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.