გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, ექიმი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში 2020 წლის ნოემბერი – დეკემბერი იქნება რთული.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული.
„2020 წ. ნოემბერი – დეკემბერი იქნება უმძიმესი. რა ენაზე ვილაპარაკო აღარ ვიცი. კოვიდმა აჩვენა, რომ ჩვენი სისტემა იქცევა. კორონავირუსის დაბალი მაჩვენებელი რომ იყო საქართველოში, ამაში ჯანდაცვის სისტემის როლი ნული იყო. იმუშავა პატრულმა და სწორად შეშინდა მთავრობა. კარანტინმა კარგად იმუშავა. როცა ეს ყველაფერი მოეშვა, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.
ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული. არ მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ესაა პროფესიონალიზმის ნაკლებობით გამოწვეული.
მე იმ ჯგუფის ნაწილი ვარ, რომელიც ვამბობთ, რომ სამი ტალღა იქნება. ჩვენი გამოთვლებით მეორე ტალღა დეკემბერსა და იანვარში იქნება. მერე მაჩვენებელი ნელნელა ჩამოიკლებს. მესამე ტალღას ველით აპრილსა და მაისში, ეს ყველაზე პატარა ტალღა იქნება, მეორე კი – ყველაზე ძლიერი.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.