ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის „ფეისბუკ“ გვერდზეა გავრცელებული.

ოქრიაშვილი სახლის პირობებში მკურნალობს.

„კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ პრემიერი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

 

იტვირთბა....