ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით გიორგი გახარიას დაცვის ორი თანამშრომელი დაინფიცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გახარია ამბობს, ინფიცირებულ პირებთან მას ბოლო კომუნიკაცია გუშინ, პირველ ნოემბერს ჰქონდა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 696 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....