ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნიკა გვარამია კელი დეგნანს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არჩევნების შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იგი მიიჩნევს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
“ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. როცა ისფედი და სახალხო დამცველი, მთავარი ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები უმძიმეს დარღვევებს აფიქსირებენ, ამგვარი განცხადება, მინიმუმ, ნაჩქარევი და არაკორექტულია. და რაც მთავარია, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. ვწუხვარ, მაგრამ ასეა: მთავარი ჩვენი გულშემატკივრებიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს“ – წერს გვარამია.
იტვირთბა....