ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, პროპორციული სიით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ამომრჩეველთა ხმების 55% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, 23% – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 3% – „ევროპულმა საქართველომ“, 3% – „ლელომ“, 3% – „სტრატეგია არმაშენებელმა“, 3% – „გირჩმა“, 3% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.
ხმების დანარჩენი კი ასე გადანაწილდა:
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;
„მოქალაქეები“ – 1%;
სხვა პარტიები – 5%
აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლი არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება, მისი შედეგები კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ქვეყნდება.
ცესკოს ოფიციალურ მონაცემები კი პირველ ნოემბერს გახდება ცნობილი.
ცენტრალური საარჩევნოი კომისიის ოფიციალური მონაცემები 1 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.