“პატარა რიგი იყო, არანაირი ძველი ბიჭები, (ახალი უბნები ამითაა კაი). ძალიან კარგი ხალხი იდგა რიგშიც, იმედია, ყველამ ჩემსავით ელენე ხოშტარია აირჩია. პირბადის მოხსნა მარტო ერთხელ დამჭირდა, რადგან ცესკოს მკვირცხლმა ქალმა პირადობის მიწოდებამდეც ბოლომდე გამშიფრა ვისაც სიარული და დგომა უჭირდა, ურიგოდ ვუშვებდით ეზოში დისტანციით და უმეტესად პირბადით მდგომი ხალხი არჩევნებზე წამოყოლილი შვილების სამოქალაქო აღზრდით იქცევდა თავს. ჩემი უბნით თუ ვიმსჯელებთ, გვეშველება. პ.ს. პარტია ავარჩიე იმის მიხედვით, თუ ვის ჰქონდა ყველაზე საფუძვლიანად ქალთა საკითხები დაფარული საარჩევნო პროგრამით.”
ბაია პატარაია – “ორგანიაზაცია “საფარის” ხელმძღვანელი
სოციალური ქსელი