„ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მას ხმის მისაცემად გადასატანი ყუთი მიუტანეს – შესაბამის ფოტოს „ლელოს“ ლიდერი საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.
„მოდი არჩევნებზე,
ყველა ხმა მნიშვნელოვანია
შემოხაზე 56 #დაძარისაქართველო“, – წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.