ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 31 ოქტომბერი ისტორიული დღეა და სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მაღალი აქტივობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები პასუხისმგებლობას გრძნობენ.

“ისტორიული დღეა. სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია. ამიტომ, ყველა უბნებზე და ყველა გავხდეთ დღევანდელი დიდი გამრჯვების თანამონაწილე და არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო ჩვენი ხმა შეგვეშველებინა დიდი დიდგორისათვის, რომელიც დღეს იმართება ჩვენს ქვეყანაში და რაღაცის გამო ეს არ გავაკეთეთ. ყველა უბნებზე, მეგობრებო და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ.”

მაღალი აქტივობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის მომავალზე, საკუთარ შვილებზე, საკუთარ ბედ-იბაღლზე. ეს მაღალი აქტივობა თუ შენარჩუნდა 8 საათამდე, დამერწმუნეთ, მოხდება ის, რასაც ჩუმის ნატვრითა ნატრულობს ქართველი, როგორც ილია ამბობდა” – თქვა ნათელაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

იტვირთბა....