ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება ჩატარდეს მეორე ტური” – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში მეორე ტურის  ჩატარება გახდეს საჭირო. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

“მეორე ტურები რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება ჩატარდეს მეორე ტური. ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი” – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 

იტვირთბა....