ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში 22 ადამიანი გარდაიცვალა

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა” – ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 38 936-მდე გაიზარდა. ასევე ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....