ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-3 ოლქში დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N3 უბანზე დააფიქსირა.

პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ განცხადება მედიასთან გააკეთა.

“ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

“მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება.

ცნობისათვის, საპარლამენტო არჩვნები დღეს ტარდება.

იტვირთბა....