“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თავისი ხმა მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.
“ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ხმა მისცეს მისი ქვეყნის, ოჯახების მომავალს და იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს და გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყნაში სრულიად ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას” – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მეტრონომის” რეპორტიორის ინფორმაციით, ამავე უბანზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
“მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება. გიორგი გახარიას მისვლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დროში მოგაწვდით.
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩვნები დღეს ტარდება.