„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებულ სიმღერას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:
„მოკლედ, რა ჟანრია, თავად განსაზღვრეთ: კომედიაა, ტრაგედიაა, ტრაგი-კომედიაა და თუ კიდევ სხვა რამ: მთელ ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ, რა ცხრილი და სქემა არ დახაზეს, რა მილიონებზე არ ილაპარაკეს და ბოლოს, მაინც და მაინც თავისუფლების მოედნიდან… დააკვირდით, თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მოედნიდან რუსულად იმღერეს. ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? იმედია, ხვდებით, როგორ იშიფრება ეს ყველაფერი: დილიდან ГРУ- თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით და თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩა ანუ ჩასაბარებელი კიდევ ბევრიაო. აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ- ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება. ფონოგრამა შეეშალათ, თურმე,“ – წერს ირმა ინაშვილი.