“ევროპული საქარტველოს” ერთ-ერტი ლიდერი გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ 15-20-ში მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, საიდანაც ერთი მხარე ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება.
ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, უგულავას თქმით, აქ მრავალფეროვნება იქნება.
“მაჟორიტარების ურბანულ სივრცეებში ძირითადად მეორე ტურები იქნება. 30-დან, ალბათ, მინიმუმ 15-20-ში იქნება მეორე ტური. ჩემი ვარაუდით, ზუგდიდშიც იქნება მეორე ტური და მე ვიქნები მეორე ტურში, სამწუხაროდ, ქართული ოცნების კანდიდატთან. მეორე ტურებში კანდიდატები ძირითადად იქნებიან იქითა მხრიდან ქართული ოცნებიდან და რაც შეეხება ოპოზიციას, აქ იქნება მრავალფეროვნება,”- განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, მთავარი ბრძოლა გაიმართება 1 ოქტომბერს და მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს ოპოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ჭაობისთვისაა განწირული.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.