aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს გორთან მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს გორთან მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს, გთავაზობთ უცვლელად:

“2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....