საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტი მოხდა.
როგორც BBC წერს, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა.
მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალს, ტერორისტმა თავი მოჰკვეთა.
დამნაშავე დაკავებისას პოლიციამ დაჭრა და ამჟამად ის ჰოსპიტალშია მოთავსებული.