ახალი ამბები

99%-ით უვიზო რეჟიმი  მომავალ წელს გვექნება

ევროკავშირის მომხსენებელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში კენჭისყრა ჩატარდება

ევროკავშირის მომხსენებლის ანდრეი მამიკინსის, განცხადებით, საქართველო 2016 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჯიმს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” გააკეთა.

“ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის უვიზო რეჟიმის მიღება. ამას სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური. წლის ბოლომდე ველოდებით ევროპული კომისიის ძალიან დადებით ანგარიშს. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება.

შესაძლოა ჩატარდეს სიმბოლური კენჭისყრა ევროპარლამენტში. თუმცა, რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ დეპუტატების უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს. მთავარი გადაწყვეტილება ევროპულმა პარლამენტმა 1 წლის წინ მიიღო, როცა საქართველოს ასოცირებულ წევრობას დაუჭირა მხარი. ამიტომ, გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ტექნიკური ხასიათისაა”,
ანდრეი მამიკსონის განცხადებით, შარშან საქართველომ, მოლდოვასგან განსხვავებით უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, რაც “გარკვეული უსამართლობა” იყო. მისი შეფასებით, მოლდოვას სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება რუმინული ლობის ძლიერი გავლენით იყო განპირობებული.
მამიკინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამ ახალ ასოცირებულ წევრს შორის, საქართველო, კანონების ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის პროექტების განხორციეელბის კუთხით “აბსოლიტური ლიდერია”.

საუბრის  ბოლოს მამიკინნმა განაცხადა,რომ  განაცხადა საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირი 2016 წელს არ დააწესებს სავიზო რეჟიმს უკრაინასთან და თურქეთთან.

იტვირთბა....