ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანდრო ბარნოვი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასაც დატოვებს

გადავწყვიტე ყველანაირ პოლიტიკურ პარტიასთან გავწყვიტო ყველანაირი კონტაქტი

„ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა ადნრო ბარნოვმა რომ პარტია დატოვა, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სათაურით „გამოსავალი  ჩარჩოებს მიღმაა. ვტოვებ პარტიას.“ „მეტრონომი“ ანდრო ბარნოვს დაუკავშირდა.

 

ანდრო ბარნოვი: „პარტიის დატოვების მიზეზი არის ის, რომ მე გადავწყვიტე ყველანაირ პოლიტიკურ პარტიასთან გავწყვიტო ყველანაირი კონტაქტი. მათ შორის ისეთ ორგანიზაციებთან, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან შეიძლება მიიჩნეოდეს დაკავშირებულად. ვგულისხმობ ბიბლიოთეკას, საიდანაც ასევე წამოვალ. ვაპირებ სრულიად დამოუკიდებლად დავაფუძვნო, სრულიად განსხვავებული ტიპის ორგანიზაცია და ჩავერთო ძალიან აქტიურად იმ საქმეში, რასაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, საზოგადოებრივი განათლება ჰქვია. რას სახის არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.“ – განაცხადა ბარნოვმა.

ჩვენ ვკითხეთ პარტიის დატოვება ბოლოდროინდელ მოვლენებს ხომ არ უკავშირდებოდა.  მან უარყო და განაცხადა, რომ მისი პარტიიდან წამოსვლის  მთავარი მოტივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაარსებაა.

– „დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს“.

შეგახსენებთ, რომ  2013 წელს  ბარნოვი  შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს კი ის ჯერჯერობით, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას“ ხელმძღვანელობს.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....