„დავემშვიდობოთ ბიძინას“ – ამ ლოზუნგით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც სცენაა მოწყობილი. მხარდამჭერებს მოგვიანებით სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ.
„დღეს არის ბოლო შემაჯამებელი აქცია და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ვართ ბევრნი და მისი ხელისუფლება 31ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, აღნიშნულ აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.