ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს!” – “ტვ პირველის” ჟურნალისტი

“პოლიტიკოსმა, ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს!”- აღნიშნული განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტმა, ნატო გოგელიამ კობახიძის განცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ გააკეთა.

როგორც გოგელია ამბობს, იცოდა რომ უსმენდნენ, თუმცა, არ ეგონა, რომ ამას ასე ღიად აღიარებდნენ. მისივე თქმით, აღნიშნული რეაგირების გარეშე არ დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.

“ბევრი მირეკავთ და ბევრს ვერ გპასუხობთ. ამიტომ, აქვე დავწერ პატარა განმარტებას _ ე.წ. პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს!

ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა!!!

ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!
ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინ წინ მათი შეხვედრია ჩაშლა სცადა “ქართულმა ოცნებამ” და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს.

ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით (სხვა რესპოდნეტს ველოდებოდი), სადაც დაახლოებოთ 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე _ კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე!

აი, სულ ეს იყო ამბავი!!! დანარჩენი კი აწი იქნება ირაკლი კობახიძე / ირაკლი კობაბახიძე !!!

ახლა, როცა ჩემი პატარა შვილები მირეკავენ და მეკითხებიან რა დავშავე, როცა დედაჩემი შენი ბინძური და ტყუილებით გაჯერებული განცხადების გამო ცუდადაა, როცა ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, პირდაპირ გეუბნები _ არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ და ამით და კიდევ რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ ვერ იმით, ვწრ შემაშინებთ!!!

დღესაც, ისევე როგორც გუშინ და გუშინ წინ ვიტყვი და ყველას ვაჩვენებ იმას, რაც რეგიონში ხდება!!!
იმ 9 წელში, როცა თქვენ პირადად, პოლიტიკოსად წოდებულო ირაკლი კობახიძე / ირაკლი კობახიძე ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს _ ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო!
ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ!!!

ეს გამორიცხულია!!!

მე არაფერი დამიშავებია და ჩემს შვილებთან, ჩემს დედასთან თავაწეული მივალ!
აი, თქვენ კი დააშავეთ და ამისთვის პასუხს აგებთ!!! – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტი ნატო გოგელიას და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა.

იტვირთბა....