ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნაკლებ ტესტებს ატარებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს” – კაპანაძე

„ხელისუფლება ჯერ შეეცადა, რომ პანდემიის დამარცხება გაესაღებინა თავის მთავარ წარმატებად. ახლა სამარცხვინოდ, ნაკლებ ტესტებს ატარებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს. ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ბრალდება კორონავირუსის პოლიტიზებასთან დაკავშირებით არის ურცხვი ტყუილი და ამით თვითონ ხელისუფლებაა დაკავებული.“

სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს. 

 

 

იტვირთბა....