ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევების გამო 91 ბაღია დახურული. ამის შესახებ განცხადებას საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე აკეთებს. მისივე თქმით, დასახელებულ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ეტაპობრივად აღდგება. ამასთან, როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების დასწრება მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
„ამ ეტაპზე, 91 ბაღი არის დახურული, თუმცა ბაღების გახსნა ეტაპობრივად ხორციელდება. უკვე გაიხსნა ექვსი ბაღი, რომლებმაც თვითიზოლაციის პერიოდი გაიარა და სხვა თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს კორონავირუსი არ დადასტურებიათ. ბაღებში დასწრება მნიშვნელოვნად შემცირებულია, დაახლოებით 25-30 პროცენტით” – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.