მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში 4 209 პაციენტი მკურნალობს. ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, 128 პირი სუთქვის აპარატზე იმყოფება და აქედან ყველაზე მეტი, 70 პაციენტი თბილისში მკურნალობს.
“ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.