სომხური მედია მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ქალაქებში დასახლებულ პუნქტებზე სხვადასხვა იარაღის, მათ შორის რაკეტებისა და ბომბების, გამოყენებით თავდასხმებს განაგრძობს. მათივე თქმით, აზერბაჯანმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტზე იერიში „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო სისტემით მიიტანა.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ამ წუთებში დედაქალაქში, ისევე როგორც ასკერანში, მარტუნისა და მარტაკერში საჰაერო დარტყმების სირენების ხმა ისმის” – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში.