“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ცესკოსთვის ამომრჩევლის და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.”
თამარ ჟვანია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.