“გარდა ზემოაღნიშნულისა, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს. ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება.”
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი
ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.