ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მესამე პაციენტს ინსულტი უვითარდება – ახალი კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულ ყოველ მეასე პაციენტს ინსულტი უვითარდება. კვლევის შედეგები International Journal of Stroke-ში გამოქვეყნდა. კვლევაში ნათქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირება პროცესს აჩქარებს და ინსულტი ვითარდება 6 წლით ადრე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა.

გარდა ამისა, ამ გართულებით სიკვდილიანობა კოვიდპაციენტებში ჩვეულებრივ პაციენტებთან შედარებით ორჯერ მაღალია. მეცნიერებმა შეისწავლეს და გააანალიზეს 100 ათას ადამიანზე მეტი მონაცემები და დაასკვნეს, რომ მათგან 14 ათასს სწორედ ინსულტი ჰქონდა. კვლევისას არ გამოიკვეთა ასაკობრივი ჯგუფი, რასაც ამ გართულებას დაუკავშირებდნენ.

იტვირთბა....