ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როდიდან დაფინანსდება კომუნალური გადასახადები – პრემიერ-მინისტრი კონკრეტული თარიღს ასახელებს

“პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურება იწყება” –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ყველა ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, კომუნალური გადასახადები აუნაზღაურდება.

“მოგეხსნებათ, მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, ეს ტალღა მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული ჩვენი მოქალაქეების, იწყება პირველი ნოემბრიდან, როგორც უკვე ვთქვით, ეს გახლავთ კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს – ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე და ეს შეეხება როგორც წინა ეტაპზე, თითოეულ ოჯახის, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება და ასევე წყლის და დასუფთავების ანაზღაურება.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, რითიც დღეს მთავრობას შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, თუმცა ამავე დროს, გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და უკვე დღეიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....