საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი.