ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სურთ, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ.

„მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ „კოვიდ-19“-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე: ვინ არის ლაგოდეხის “არქიმედეში” კოვიდით გარდაცვლილი მამაკაცი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – “მეტრონომმა” დეტალები გაარკვია

იტვირთბა....