ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

ვინ არის ლაგოდეხის “არქიმედეში” კოვიდით გარდაცვლილი მამაკაცი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – “მეტრონომმა” დეტალები გაარკვია

“მეტრონომმა”  ლაგოდეხის “არქიმედეს“ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებაზე დეტალები გაარკვია.

როგორც “მეტრონომს” კლინიკის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომელმა განუცხადა, გარდაცვლილი პაციენტი სიღნაღის რაიონის მკვიდრი 69 წლის გიორგი ჩითინაშვილია, რომელსაც კორონავირუსი 5 დღის წინ დაუდასტურდა. ხოლო, მამაკაცი კლინიკაში მის მეუღლესთან ერთად კოვიდდიაგნოზით 23 ოქტომბერს მოათავსეს.

ხოლო, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, როგორც “არქიმედეს” თანამშრომელმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი კოვიდკლინიკაში უნდა გადაეყვანა, თუმცა კოვიდკლინიკებში ადგილების არქონის გამო პაციენტის მიღებაზე უარი უთხრეს.

“დღეს გარდაიცვალა მამაკაცი, გიორგი ჩითინაშვილი, 69 წლის. ინფიფიცრებულია მისი მეუღლე ნინო ჩითინაშვილიც. უნდა გადაგვეყვანა თბილისში კოვიდკლინიკაში. ყველა კლინიკაში დარეკეს, რომ პაციენტი მიეღოთ, რადგან მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და რისკ-ჯგუფს წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, კლინიკებმა პაციენტი არ მიიღეს, მიზეზად ასახელებენ, რომ ადგილები არ აქვთ და ამიტომ არ ღებულობენ.

ჯერ ვრეკავთ კლიკებში, როცა გვეუბნებიან, რომ ადგილები აღარა და ვერ მიიღებენ პაციენტს, მერე რეკავენ სამინისტროში. სამინისტრომ უნდა შეათანხმოს უკვე კლინიკებთან. მაგრამ, სახელმწიფომაც ვერსად შეათანხმა. შესაბამისად, ჩვენი კლინიკიდან პაციენტის გადაყვანა ვერ მოხერხდა,”- განაცხადა “მეტრონომთან” არქიმედეს თანამშრომელმა.

მისივე თქმით, ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში ცხელების ცენტრია გახსნილი, სადაც სიმპტომებიანი პაციენტები თავსხდებიან, კოვიდით დადასტურების შემდეგ კი ისინი კოვიდკლინიკებში უნდა იყვნენ გადაყვანილები.

ამასთან, კლინიკის თანამშრომელი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი გადასაყვანია წნორის “არქიმედეს” კლინკიდანაც და ადგილების უქონლობის გამო ამ დრომდე პაციენტის გადაყვანა ვერ ხერხდება.

.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის დირექტორი ნუნუ ნოზაძე, რადიო ჰერეთთან საუბარში აცხადებს, რომ ლაგოდეხის “არქიმედეს“ კლინიკის ცხელების ცენტრში  მამაკაცის შესაბამისი მკურნალობა ვერ უზრუნველყვეს. სინამდილეში კი, როგორც ირკვევა, ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში კოვიდინიფირებული პეციენტების მკურნალობა არ ხდება და ისინი კოვიდკლინიკებში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა “არქიმედეს’ კლინიკას ვერ დაეკისრება.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....