ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძე ვოლსკიზე: ღმერთს თავი დაანებოს ბატონმა გიორგიმ, ვოლსკი ბურჯანაძე ვერაფრით იქნება

„ღმერთს თავი დაანებოს ბატონმა გიორგიმ“, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებას: „ღმერთმა დამიფაროს და მე რომ ვიყო ნინო ბურჯანაძე, მეც ვიტყოდი, რომ გაყალბდა არჩევნები“….

როგორც ბურჯანაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, ვოლსკი ვერაფრით იქნება ბურჯანაძე:

„პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, 7 მილიარდის პატრონი, ვინც გინდა, ერთად რომ იყოს, ვოლსკი ბურჯანაძე მაინც ვერ იქნება, ეგ საფრთხე არ ემუქრება, შეუძლია ნამდვილად ძალიან მშვიდად იყოს  … სამწუხაროდ, უმეცარი და უცოდინარი რომ არის, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ბატონმა ვოლსკიმ, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელიც 8 წელია არლამენტსია, მაჟორიტარია, ვიცე-სპიკერია საარჩევნო კოდექსი უდნა იცოდეს, როცა ლაპარაკობს, როგორ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც პარტიას უბნების გადათვლის საშუალებას მისცემსო, ეს დააქცევს ქვეყანასო, ბატონო ვოლსკი, როცა რაღაცა არ იცით, გაჩუმდით და ცოტა უფრო ჭკვიანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ხართ… ბატონო გია, ეს პროცედურა კოდექსში, რომელიც
თქვენმა პარლამენტმა მიიღო და შეიძლება, ეს სხდომა თქვენც მიგყავდათ თავად, ეს წერია“… – განაცხადა ბურჯანაძემ.

მანამდე გია ვოლსკი გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძის მოთხოვნას, ბიულეტენების გადათვლის შესახებ.

ბურჯანაძის თქმით, აქვს მტკიცებულებები, რომლებშიც ჩანს, რომ ბიულეტენების რაოდენობა შეუმცირეს.

იტვირთბა....