ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში, პაციენტი, ადგილების არქონის გამო გარდაიცვალა – “რადიო ჰერეთი”

“ადგილების არქონის გამო, ლაგოდეხში, კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა” – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო ჰერეთი” ავრცელებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის დირექტორი ნუნუ ნოზაძე, რადიო ჰერეთთან საუბარში აცხადებს, რომ ლაგოდეხის “არქიმედეს“ კლინიკის ცხელების ცენტრში, სიღნაღის მკვიდრი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცის შესაბამისი მკურნალობა ვერ უზრუნველყვეს.

არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხის სამედიცინო დირექტორი ნიკოლოზ ყარალაშვილი რადიო ჰერეთთან ადასტურებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტს და მიზეზად კოვიდკლინიკებში ადგილების უქონლობას ასახელებს.

ყარალაშვილი, პაციენტის თანმდევ დაავადებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მისი მხრიდან ამაზე საუბარი არ შეიძლება. მისივე განცხადებით, დღეს ან ხვალ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკის ცხელების ცენტრს სტატუსი შეეცვლება და ის კოვიდკლინიკად გადაკეთდება.

იტვირთბა....