გავრცელებული ინფორმაციით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ექიმები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზად ხელფასების გაუცემლობა სახელდება.
„მეტრონომმა“ სცადა დაკავშირებოდა კლინიკის პრესამსახურის უფროს თამუნა ჩიჩელაშვილს, თუმცა ქალბატონმა ჩიჩელაშვილმა ჩვენს ზარს არ უპასუხა. როგორც ჩანს, იაშვილის კლინიკის პრესსამსახურიც ვერ მუშაობს სათანადოდ…