ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი ინფორმაციით, შსს ცდილობს, დაამუშავოს ეს ადამიანი, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელი დაადოს”- შაშკინი ბოლნისში ძალადობის ფაქტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში პარტიის ერთ აქტივისტს ფიიზკურად გაუსწორდნენ, მოძალადე კი „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

როგორც შაშკინმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, დაზარალებულმე გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა ახლა ძალოვანი უწყება ცდილობს, აღნიშნულმა პირმა ჩვენება შეცვალოს და ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს.

„იდენტიფიცირებული იყო ყველა მოძალადე, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავებს ძალადობის ფაქტზე რეაგირება მოეხდინათ, ამ ადამიანზე ზეწოლა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, შსს და სუს-ი ცდილობს, „დაამუშავოს“ ეს ადამიანი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი დაადოს,”- აცხადებს შაშკინი.

როგორც შაშკინი აცხადებს, “ნაციონალუირ მოძრაობა” ძალადობით არაა დაკავებული.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, „ნაციონალური მორაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს არანაირ ძალადობას. ჩვენ ამ საქმით დაკავებულები არ ვართ,”- დიმიტრი შაშკინი.

შაშკინი შსს მიმართავს,  არსებობს ამ ადამიანის ჩვენება, რომელიც არის ჩაწერილი კამერების მეშვეობით, ასევე მოწმის ჩვენება, რომელიც დეტალურად ასახავს, თუ რა მოხდა, როგორ სცემეს ეს ადამიანი

 

იტვირთბა....