ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზვიადისტების დრო უნდა დამთავრდეს…” – დაპირისპირება ნუგზარ წიკლაურსა და მამუკა ხაზარაძეს შორის

ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ზვიადისტების დრო – ეს სიტყვები ზუსტად 28 ოქტომბერს თქვა ხაზარაძემ, იმ არჩევნებიდან ოცდაათი წლის თავზე, როცა საქართველომ გაიმარჯვა კომუნისტურ და კომკავშირულ ბნელეთთან ბრძოლაში – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმურება.

„ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ზვიადისტების დრო – ასე თქვა მამუკა ხაზარაძემ – ლელოს ლიდერმა, ბანკირმა, ძველმა კომკავშირელმა და ეროვნულ მოძრაობასთან უდრეკმა მებრძოლმა…

თქვა ეს სიტყვები ზუსტად 28 ოქტომბერს – იმ არჩევნებიდან ოცდაათი წლის თავზე, როცა საქართველომ გაიმარჯვა კომუნისტურ და კომკავშირულ ბნელეთთან ბრძოლაში; იმ 28 ოქტომბერს, როცა ილია ჭავჭავაძემ, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ სძლიეს წითელ ბორის ძნელაძეს.

მერე იყო თავისუფლების რეფერენდუმი, საქართველოს დამოუკიდებლობა და წმინდა ომი ამ თავისუფლებისთვის.

მერე იყო დევნა საქართველოს ერთგულებისთვის; მიტინგების ხვრეტა და კრემლის რევანში.

მერე იყო დევნილი ზვიადის უმოწყალო მკვლელობა სამეგრელოს ტყეებში.

მათი დროშა ბორის ძნელაძე იყო და ჩვენი დროშა – საქართველო.

ზვიადისტების დრო უნდა დამთავრდესო… ოცდაათი წლის შემდეგ თქვა – ალბათ მარადიული ბრძოლაა თავისუფალი ქვეყნისთვის, მაგრამ ბორისძნელაძეობაც მარადიული“, – წერს წიკლაური.

იტვირთბა....