ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეპრესია, შფოთვა, აზროვნების უნარის დაქვეითება” – ვინ არიან გრძელვადიანი კოვიდ 19-ის მაღალ-რისკ ჯგუფში მყოფი პირები

კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილს კოვიდის სიმპტომებთან (მუდმივიდ დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.) ბრძოლა თვეების განმავლობაში უხდებათ.

ეს არის ე.წ. გრძელვადიანი Covid 19-ის სიმპტომები

ჯერჯერობით გრძელვადიანი კოვიდის ზუსტი სამედიცინო განმარტება და საერთო სიმპტომები განსაზღვრული არ არის. შესაძლოა, ორ გრძელვადიან კოვიდპაციენტს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდეს.

თუმცა, გრძელვადიანი კოვიდისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებაა.
სხვა სიმპტომები – სუნთქვის უკმარისობა, მუდმივი ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სმენისა და მხედველობის პრობლემები, თავის ტკივილი, სუნისა და გემოვნების დაკარგვა, გულის, ფილტვების, თირკმელებისა და ნაწლავების დაზიანება.

ასევე, მენტალური პრობლემები – დეპრესია, შფოთვა, აზროვნების უნარის დაქვეითება.

King’s College London-ის ექიმი, კლერ სტივსი აცხადებს, რომ ინფიცირების პირველ კვირაში კორონავირუსის 5-ზე მეტი სიმპტომის ქონა, გრძელვადიანი კოვიდის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.

თუ პაციენტს აღენიშნება მშრალი ხველა, დაღლილობა, თავის ტკივილი, დიარეა, სუნისა და გემოს შეგრძნებების დაკარგვა, უფრო მაღალი რისკის ქვეშაა გახდეს ე.წ. გრძელვადიანი კოვიდ პაციენტი, ვიდრე ის, რომელსაც პირველ კვირაში ვირუსის მხოლოდ ერთი სიმპტომი აღენიშნებოდა.

King’s College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ასაკი (50 წელს გადაცილებულები), სქესი (ქალი) და ჭარბი წონა გრძელვადიანი კოვიდის რისკს ზრდის.

ამასთანავე, ე.წ.გრძელვადიანი კოვიდის მაღალ-რისკ ჯგუფში არიან ფილტვების დაავადებებისა და ასთმის მქონე პირები.

იტვირთბა....