საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, 31 ოქტომბერს არჩევნებზე წავიდნენ და საკუთარი ხმა დააფიქსირონ.
როგორც გახარიამმთავრობის სხდომაზე განაცხადა, თითოეულ საარჩევნო უბანზე უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იქნება.
“მთავრობამ და კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნების უფლება თითოეული ჩვენი მოქალაქის სრულად იყოს აღსრულებული და რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდეთ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, თუმცა დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების,”- აცადებს გახარია.
მისივე თქმით, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა.
ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა