ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

17 წლის ბიჭს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განუვითარდა

17 წლის ბიჭს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი MIS-C განუვითარდა. გამოცემა “მირორის” ცნობით, ტეხასელი ბიჭი კორონავირუსით აგვისტოში დაინფიცირდა. დაავადება, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა განკურნებიდან ორიოდე კვირაში, მოზარდის დედის თქმით, ბიჭმა თავი ისევ შეუძლოდ იგრძნო.

ექიმების დიაგნოზით მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განუვითარდა. მოზარდს ჰქონდა პირღებინება და დიარეა, სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსს აჭარბებდა, მოგვიანებით კი მოხვდა რეანიმაციაში გულის უკმარისობის გამო, რაც ორგანიზმში ანთების არაერთი კერით იყო გამოწვეული.

“ვიწექი და ვგრძნობდი, თითქოს სიმაღლიდან ვვარდებოდი. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ უკვე მკვდარი ვარ“ – გამოცემა ამერიკელ ბიჭს ციტირებს. ბავშვის დედამ მის გამოჯანმრთელებას “ნამდვილი სასწაული” უწოდა.

იტვირთბა....