“არ არის მარტივი, ის არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ანდა მარტ-აპრილში, ამიტომ მთავარი სლოგანი, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ძალაშია. შესაძლოა, თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ სულ უნდა შეგახსენოთ. აუცილებელია პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, ეს არის მკაცრი რეკომენდაცია.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“ფეისბუქ ლაივი”
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632. ხოლო, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.