“შემთხვევათა ზრდა გვექნება და ვაკეთებთ პროგნოზს, როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია მომდევნო თვეებში, დიახ, ჩვენ გვექნება შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სისტემა მართავს სიტუაციას. მდგომარეობა ძალზედ საყურადღებოა.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“ფეისბუქ ლაივი”
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632. ხოლო, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.