“ჩვენ ჯერჯერობით ვართ ევროპის ქვეყნებს შორის შუაზე ქვემოთ, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ოქტომბერში ქვეყანა აქტიურად გადავიდა ავადმყოფთა ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მკურნალობაზე. საკმაოდ ინტენსივობაით ინფიცირდებიან სამედიცინო პერსონალი.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“ფეისბუქ ლაივი”
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632. ხოლო, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.